Accentnews.ge
"ვერ ვინატრებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში, ეს შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ მოხდა მათივე სურვილით"

"ვერ ვინატრებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში, ეს შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ მოხდა მათივე სურვილით"

22/02/2021 12:59:50 პოლიტიკა

"ვერ ვინატრებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში, ეს შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ მოხდა მათივე სურვილით", ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დღეს აქ მინდოდა, ყოფილიყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თქვენი ორი პარტიის გარდა, რა თქმა უნდა, ისინი ბოიკოტს უცხადებენ ჩვენს პარლამენტს, ჩვენს ხელისუფლებას, არჩევნებს. რაღაც ჩვეულ სტილში გამოგონილი აბსურდული ბრალდებებით გვდებენ ბრალს, თითქოს არჩევნები გავაყალბეთ. ამ დროს არავითარი რეალური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რათა ეჩვენებინა ჩვენი კონსტრუქციული მზაობა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, კობახიძე გამოვიდა ინიციატივით. მან წარუდგინა კონკრეტული გეგმა, ხედვა ჩვენს ოპოზიციას და შევთავაზეთ ერთგვარი გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან, შევთავაზეთ ინიციატივა, შექმნილიყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებდა მათი გადმოცემით, მათი ვარაუდით, მათ მოგონილ გაყალბებულ ფაქტებს, რაც ბუნებაში არ არსებობს. თუ არის, გთხოვთ, წარმოადგინოთ. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, რომ ყველა ამ ბიულეტენზე, ყველა საარჩევნო უბანზე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ ოპოზიციას ჰყავდა საკუთარი წარმომადგენელი და თუ არ ვცდები, ყველა ბიულეტენზე არსებობს მათი ხელმოწერა. მაშინ სად არის ლოგიკა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნების გზით გამორიცხულია:

„რა თქმა უნდა, ჩვენ მათი ლოგიკა გვესმის. მათი ლოგიკა არის შემდეგი: სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება. არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, არამედ ძალიან მალე მათი პოლიტიკაში დარჩენაც გახდება ძალიან რთული და შეუძლებელი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S