Accentnews.ge
ღარიბაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს" უწოდებს

ღარიბაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს" უწოდებს

22/02/2021 13:24:36 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციას "სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხს" უწოდებს.

"მინდა, მოვიწონო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის გადაწყვეტილება, ჩვენი ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში, რაც ერთადერთი, გონივრული და სახელმწიფოებრივი პოზიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის ძალაში, მაგრამ ერთი დათქმით, ჩვენ არ დაველაპარაკებით რადიკალურ ადამიანებს. პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ეგოისტური დღის წესრიგი აქვთ, რომლებიც ითხოვენ აბსოლუტურად უარგუმენტოდ რიგგარეშე არჩევნებს. დანარჩენი კი არის შესაძლებელი, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, კიდევ ერთხელ მინდა ამ ტრიბუნიდან დავადასტურო აღნიშნული მზაობა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ გამოვიყვანთ ამ ქვეყანას კრიზისიდან. ჩვენ შეგვიძლია და ამას ძალიან მოკლე ვადებში ვაჩვენებთ, რომ ამ ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S