Accentnews.ge
კახიშვილმა ზამთრის კურორტებისადმი მიდგომას „უაზრო“ უწოდა

კახიშვილმა ზამთრის კურორტებისადმი მიდგომას „უაზრო“ უწოდა

22/02/2021 13:35:16 პოლიტიკა

დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ კახი კახიშვილმა პანდემიის პირობებში ზამთრის კურორტებისადმი მიდგომას უაზრო უწოდა.

„ჩემი აზრით, გრადაცია ცოტა უაზროა. როდესაც ყაზბეგში მუშაობს სასტმრო და ის არ მიეკუთვნება სათხილამურო კურორტს, ამავდროულად ბაკურიანის, გოდერძის, მესტიის კურორტები სათხილამურო კურორტებია და დაკეტილია. მართლა გაუგებარია, ყაზბეგში არაა კოვიდი და აქეთაა კოვიდი? ლოგიკაც ვერ გავიგე იმ კუთხით, თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია, გაიხსნას ამ კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება იგივე სათხილამურო ტრასები, ლოჰგიკა სადაა? ადამიანი ჩადს იმისთვის, რომ ტრასით ისარგებლოს. ამ პირობებში, როდესაც ადამიანებს კრედიტი აქვთ აღებული, იცით, რომ საქართველოში მაინც და მაინც არ არის ფუფუნება, თოვლი მოდიოდეს და ეს კურორტები მიმზიდველი იყოს. ახლა არის თოვლი, არის დრო, ხომ არ შეიძლება, შევქმნათ პირობები, რომ ამ ადამიანებმა ცოტა მაინც ამოისუნთქონ, შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები, მეორეს მხრივ, საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ, რომელიც წელიწადია დათრგუნულია, ხალისი მიეცემა და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვრებს“,– მიმართა კახიძვილმა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S