Accentnews.ge
ჰარმსი  – ღარიბაშვილზე: „ძველი კონფრონტაცია"

ჰარმსი  – ღარიბაშვილზე: „ძველი კონფრონტაცია"

22/02/2021 14:21:03 პოლიტიკა

ყოფილი ევროპარლამენტარი და მწვანეთა პარტიის წევრი რებეკა ჰარმსი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ფრაზას, რომ "არც პოლიტიკური პარტია, არც სტატუსი არ არის ალიბი კრიმინალური განზრახვებისთვის. ყველა, ვინც გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან, უკან უნდა დაბრუნდეს", Twitter-ზე ეხმიანება.

"ეს არც ისე დამაიმედებლად ჟღერს საქართველოსთვის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობისთვის.. ახალი პრემიერ–მინისტრი. ძველი კონფრონტაცია", - წერს რებეკა ჰარმსი.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების ონზე, პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ „ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული" და ხელისუფლება აუცილებლად აღადგენს წესრიგს. მისივე განცხადებით, დიალოგისთვის გუნდი მზადაა, თუმცა არა რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა რიგგარეშე არჩევნების საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან „დახურული“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S