Accentnews.ge
უგულავა – ღარიბაშვილზე: „უმწიფარი ადამიანის ბაქი–ბუქი“

უგულავა – ღარიბაშვილზე: „უმწიფარი ადამიანის ბაქი–ბუქი“

22/02/2021 14:38:00 პოლიტიკა

უმწიფარი ადამიანის ბაქი–ბუქი,– ასე აფასებს ოპოზიციასთან, მათ შორის ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიასთან მიმართებაში პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებულ შეფასებებს „ევროპული საქართველოს“ წერი გიგი უგულავა.

მისი თქმით, ღარიბაშვილს დღეს არ უსაუბრია ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებზე, მათ შორის – ეკონომიკისა და პანდემიის მიმართულებით, სანაცვლოდ კი „ვირტუალრ კუნთებზე იყურება“.

უგულავა დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი „ბაქი–ბუქს“ ვერ გასცდება.

ის რარიბაშვილს ახსენებს, რომ „ქუჩაში 2013–2014 წელი აღარაა“ და რომ „ქართულმა ოცნებამ რეალურად არჩევნები წააგო“:

„ეს არის კომიკური პერსონაჟი, ვითარება კი ბევრ საფრთხეს შეიცავს“.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზადაა და ამ მიზნით გადადო დაგეგმილი აქცია.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების ფონზე, პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ „ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული" და ხელისუფლება აუცილებლად აღადგენს წესრიგს. მისივე განცხადებით, დიალოგისთვის გუნდი მზადაა, თუმცა არა რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა რიგგარეშე არჩევნების საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან „დახურული“ უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S