მელია: „შიშველი ხელებით, სიმღერით დავხვდებით“
22/02/2021 15:09:35 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სამართალდამცველების ძალისხმიერი მეთოდებით შესვლის შემთხვევაში ადგილზე მობილიზებული მოქალაქეები ძალადობას არ გეგმავენ.
მისი თქმით, ღარიბაშვილის „ნომინალურად დანიშნვით „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დასასრულს უახლოვდება“.
„თუ აქ ძალას გამოიყენებენ და ეცდებიან, ჩვენზე იძალადონ, ვპირდები, აქ ძალადობას არავინ აპირებს – შიშველი ხელებით, სიმღერით, მომღიმარი სახეებით ვიდგებით... თუ ამას გააკეთებენ, დღეები ექნებათ დასათვლელი“,– განაცხადა მელიამ.
მანამდე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდება.
"საერთაშორისო პარტნიორებთან მაქვს კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში შეხვედრაც კი მექნება. ამას პირველად თქვენს ეთერშ ვამბობ, შეიძლება ანონსად ჩათვალოთ. შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს მხარდასაჭერი განცხადებები ჩვენ უკვე ვიხილეთ, წავიკითხეთ, იქნება მრავალი სხვაც, რადგან სიმართლე არის ერთი".


