„ნაციონალების“ ოფისში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ დღეს პროტესტი იქ მისვლით უნდა გამოვხატო“
22/02/2021 18:46:19 პოლიტიკა
„ლელოს“ წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ სკუთარი პროტესტის გამოხატვას ენმ–ის ოფისში მისვლით აპირებს.
„საქართველო მართლა მეტს იმსახურებს. ამ ადამიანების ხელში სათამაშოდ გადაიქცა ქვეყნის ბედი. მათ შეუძლიათ, ჩვენი დასავლური ვექტორი შეცვალონ თაიანთი ქმედებებით და შესაძლოა, დავალებაც აქვთ...ისინი ძალიან აგრესიულ თავდასხმას გააგრძელებენ პოლიტიკურ ოპონენტებზე. მე არ ვარ ნამყოფი „ნაცმოძრაობის“ ოფისში, მიუხედავად იმისა, რომ ნიკასთან [მელია] ვმეგობრობ, დღეს ჩემი პროტესტი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე უნდა გამოვხატო იმით, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მივალ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში“,– განაცხადა ჩიხრაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების ონზე, პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, განაცხადა, რომ „ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული" და ხელისუფლება აუცილებლად აღადგენს წესრიგს. მისივე განცხადებით, დიალოგისთვის გუნდი მზადაა, თუმცა არა რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა რიგგარეშე არჩევნების საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან „დახურული“ უწოდა.


