ნიკა მელია: „როგორც არასდროს, ისეთი ძლიერი ვარ ახლა“
23/02/2021 04:20:26 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სიმბოლურია, რომ სპეც–ოპერაცია 23 თებერვალს მიმდინარეობს და მან ოკუპანტი სახელმწიფოს მონურ მორჩილებაში მყოფნი უწოდა დაკავების ოპერაციის აღმსრულებლებს.
„როგორც არასდროს, ძლიერად ვარ, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შლები, მათ შორის ჩემი, საკუთარი მამით იამაყებს“,– განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან და დასძინა, რომ გავრილოვები ვერ გამასამართლებენ“:
„უსამართლო ძალმომრეობა სრულდება აქ და ახლა. მჯერა საკუთარი თავის და კოლეგების.ივანიშვილმა მოახერხა და გაგვაერთიანა. ვიქნებით ასე მანამ სანამ ეს რეჟიმი არ დაეცემა. როგორც არასდროს, ისეთი ძლიერი ვარ ახლა“.
სამართალდამცველები უკვე შევიდნენ ენმ–ის ოფისში.
რაც შეეხება სიმბოლურ დღეს, 23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა.


