Accentnews.ge
მელია – სპეცრაზმელებს: "1989 წლის 9 აპრილს ამ ასაკში რომ ყოფილიყავით, ნიჩაბსაც დაიჭერდით ხელში"

მელია – სპეცრაზმელებს: "1989 წლის 9 აპრილს ამ ასაკში რომ ყოფილიყავით, ნიჩაბსაც დაიჭერდით ხელში"

23/02/2021 04:28:58 პოლიტიკა

"1989 წლის 9 აპრილს ამ ასაკში რომ ყოფილიყავით, ნიჩაბსაც დაიჭერდით ხელში", – ასე მიმართა ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისის შენობის წინ მყოფ სპეცრაზმელებს.

ნიკა მელიას სამუშაო ოთახის ფარჯრიდან გადმოკიდებული აქვს საქართველოს დროშა. შენობაში მისი დაკავების მიზნით უკვე შევიდნენ სამართალდამცველები.

ენმ–ის თავმჯდომარის განცხადებით, სიმბოლურია, რომ სპეც–ოპერაცია 23 თებერვალს მიმდინარეობს და მან ოკუპანტი სახელმწიფოს მონურ მორჩილებაში მყოფნი უწოდა დაკავების ოპერაციის აღმსრულებლებს.

„როგორც არასდროს, ძლიერად ვარ, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შლები, მათ შორის ჩემი, საკუთარი მამით იამაყებს“,– განაცხადა ნიკა მელიამ მედიასთან და დასძინა, რომ "გავრილოვები ვერ გამასამართლებენ“:

„უსამართლო ძალმომრეობა სრულდება აქ და ახლა. მჯერა საკუთარი თავის და კოლეგების. ივანიშვილმა მოახერხა და გაგვაერთიანა. ვიქნებით ასე მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ დაეცემა. როგორც არასდროს, ისეთი ძლიერი ვარ ახლა“.

რაც შეეხება სიმბოლურ დღეს, 23 თებერვალი საბჭოთა წითელი არმიის დღეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S