"წიხლებს გვირტყამდნენ"– ენმ–ის ოფისიდან აქტივისტები და პოლიტიკოსები გამოჰყავთ
23/02/2021 04:29:46 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადგილზე შეკრებილებს შორის დაპირისპირებაა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარტიის შენობიდან მოქალაქეები იძულებით გამოიყვანეს.
ამ დროისთვის ენმ–ის შენობის ყველა სართულზე სამართალდამცველები იმყოფებიან.თავად ნიკა მელია ამ დროისთვის საკუთარ სამუშაო ოთახში იმყოფება, რომლის კარგის გაღებასაც სამართალდამცვწლები ცდილობენ.
"ძალის გამოყენებით გამოიყვანეს ყველა აქტივისტი. წიხლებს გვირტყამდნენ ჩამოყვანისას. მსხვრევა, დარბევა იყო შიგნით. ადამიანები ეუბნებოდნენ, გავალთ, ისინი კი მოქალაქეებს "კოროდორში" ატარებდნენ",– განაცხადა აქტივისტმა.
„ამ კადრებს მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევისას მთელი მსოფლიო ნახავს. ყველა შეცდომა და ეს არის შეცდომა, გამოყენებული იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ“,– განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.


