"თვალს ვადევნებ ამ რეიდს. მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოვლენებს"
23/02/2021 05:03:04 პოლიტიკა
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს "თავი დაანებოს დრამატულ მოვლენებს".
"თვალს ვადევნებ ამ რეიდს. ძალიან შეშფოთებული ვარ. სულ ახლახანს წარვადგინეთ "საქართველოს მხარდამჭერი აქტი". ეს ავტომატურად არ ხდება. ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. მოვუწოდებ მთავრობას, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოვლენებს", – წერს კინზინგერი.


