ბრიტანეთის ელჩი: "შოკირებული ვარ ენმ–ის ოფისში განვითარებული მოვლების გამო. ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ"
23/02/2021 05:17:37 პოლიტიკა
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"შოკირებული ვარ ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში განვითარებული მოვლენებით. ძალადობა და ქაოსი საქართველოს არ სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად ახლაც და მომდევნო დღეებშიც", –წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


