Accentnews.ge
მაიკლ კარპენტერი: "ვიმედოვნებ, ვითარების დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია"

მაიკლ კარპენტერი: "ვიმედოვნებ, ვითარების დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია"

23/02/2021 05:12:06 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას სამწუხარო მოვლენას უწოდებს და იმედოვნებს, რომ "ვითარების დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია"

"საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება - ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და ვითარების დეესკალაცია ჯერაც შესაძლებელია", – წერს კარპენტერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S