საია–ს თავმჯდომარე: „ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ეს ქვეყანას, ვინმემ იფიქრეთ“
23/02/2021 05:39:57 პოლიტიკა
საიას–თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ „შტურმის დაწყებით ხელისუფლებამ გადაკვეთა ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგად პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზების და დემოკრატიული რეფორმების გატარების შანსი გამოაცალა ქვეყანას“:
„ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები გვეუბნებოდნენ, პრობლემა მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემაშია და არა ოპოზიციაშიო, თუმცა მაინც არასწორი ნაბიჯი გადაიდგა.
აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, დაუშვებელია ძალის გამოყენებით ოპოზიიციის ლიდერის დაკავება, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ეს ქვეყანას, ვინმემ ამაზეც იფიქრეთ“,– აცხადებს საიას თავმჯდომარე.
ენმ–ის თავმჯდომარე ცოტა ხნის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც.


