პავილიონისი – მსოფლიო საზოგადოებას: "გაიღვიძეთ და იმოქმედეთ! ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს"
23/02/2021 05:50:48 პოლიტიკა
ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარის გამო "ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს"
"როგორც ჩანს, მართალი ვიყავი, – დანარჩენებიც ლიეტუვაში. თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მინდოდა შემეჩერებინა ის, რაც ახლა ხდება. ენმ–ის ოფისში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ისე, როგორც ეს ადრე პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს, თუმცა ოპოზიციამ აცხადებდა, რომ ამას მთავრობასთან დიალოგი სურდა. თუმცა ივანიშვილის რჩეულები გაიქცნენ, როგორც პუტინი და ლუკაშენკო. გუშინ მთელ მსოფლიოს ვესაუბრე. მსოფლიო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს. მოდი, გაიღვიძეთ, ჩამოჰკარით ზარებს და იმოქმედეთ. დემოკრატია საფრთხის წინაშეა. ივანიშვილის რეჟიმმა ფასი უნდა გადაიხადოს", – წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პავილიონისი ორი დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა და მან მელიასთან შეხვედრა გამართა. პავილიონისმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მიმართა, ყურადღება გაამახვილებინა "საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და შესაძლო ქმედებებზე ნიკა მელიას მიმართ".


