ოპოზიციის სამოქმედო გეგმის ნაწილი ცნობილია
23/02/2021 06:05:05 პოლიტიკა
ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიცია მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლებს. აქცია მთავრობის კანცელარიასთან 15:00 საათზე გაიმართება.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ოფისიდან წაღებულია სერვერები, განადგურებულია არქივი.
„ყველას პირობას ვაძლევ, ნიკა იქნება თავისუფალი. ბოლშევიკები, როდიონოვები, გავრილოვები ვერ შეგვაშინებენ. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“,– განაცხადა დეკანოიძემ.
გიგი უგულავას განცხადებით, აქციაზე სამოქმედო გეგმა გამოცხადდება.
„ეს დღე წყალგამყოფია. ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს“.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შეიჭრნენ და ნიკა მელია დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. ამასთან, სავარაუდოდ, დაკავებულია ენმ–ის წევრი გია ბარამიძეც.

სპეცოპერაციისას დახურულ შენობაში სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.



