Accentnews.ge
"23 თებერვალს ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევაზე სამარცხვინო ვერაფერი მოხდებოდა"

"23 თებერვალს ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევაზე სამარცხვინო ვერაფერი მოხდებოდა"

23/02/2021 06:41:09 პოლიტიკა

"23 თებერვალს ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევაზე სამარცხვინო ვერაფერი მოხდებოდა", - ასე ეხმიანება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.

"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი. საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა", – აცხადებს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S