ღარიბაშვილი – სპეცოპერაციაზე: „ეს ცივლიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტია“
23/02/2021 07:31:51 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძალინ ეფექტური შს მინისტრი“.
მან მადლობა გადაუხადა შს მინისტრს და პოლიციას:
„მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება. სახელმწიფოს სტაბილურობა. ყველას შევახსენებთ, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო.
ნიკა მელია არის კრიმინალი. სხვა საქმეზე მას აქვს მისჯილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ის კრიმინალია. გასამართლებრული იყო ბანკ „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ეს მეორე საქმე, რომელთან დაკავშირებითაც პოლიციამ მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული ოპერაციის საქმეზე დააკავა იგი, ეს ამ შენობაზე შტურმის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“,– განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად ცერემონიალზე დასასწრებად მივიდა.
მისი თქმით, პოლიციამ უმაღლესი სტანდარტი აჩვენა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოების სტანდარტია.
რაც შეეხება დაგეგმილ აქციას, მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება, თუმცა ღარიბაშვილს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე დასმულ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.


