Accentnews.ge
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი: "ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი: "ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები"

23/02/2021 08:03:14 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსავალი და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ხელახალი არჩევნებია.

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები! ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ", - აცხადებს ჯანელიძე.

ჯანელიძე მინისტრის თანამდებობას "ქართული ოცნების მმართველობის" პერიოდში, 2015-2018 წლებში იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S