Accentnews.ge
არსებული ინფორმაციით, ნიკა მელია რუსთავში გადაიყვანეს

არსებული ინფორმაციით, ნიკა მელია რუსთავში გადაიყვანეს

23/02/2021 08:04:42 პოლიტიკა

არსებული ინფორმაციით, ენმ–ის ოფისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას დაკავებული ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სპეცოპერაცია ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ოფისში, სასდაც პოლიტიკოსები და მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებული, გამთენიისას ჩატარდა. სპეცრაზმი ოფისში რამდენიმე მიმართულებიდან შევიდა.

არსებული ინფორმაციით, მათ დახურულ შენობაში ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

დაკავების ღონისძიებას „ქართული ოცნება“ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის აქტად აფასებს, თუმცა განსხვავებული შეფასებები აქვთ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს. მათ შორის, კრიტიკული განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ–ის საელჩომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S