ჰოჯესი: "ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი რეაგირებას მოახდენს"
23/02/2021 08:12:18 პოლიტიკა
"ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი რეაგირებას მოახდენს" , – ასე ეხმიანება ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ენმ–ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას.
"ეს საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. შექმნილი ვითარებით მხოლოდ კრემლი, ბატონი ბიძინა და მისი უახლოესი გარემოცვა სარგებლობს. ამაში არაფერია კარგი ქართველებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ბაიდენი რეაგირებას მოახდენს", – აცხადებს ჰოჯესი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


