ახვლედიანი: „პატრიარქი ხელისუფლების მხრიდან შეტევის ქვეშაა“
23/02/2021 08:21:58 პოლიტიკა
პატრიარქი შეტევის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან,– ამის შეეახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა და ირწმუნება, რომ დამადასტურებელი ფაქტებიც აქვს.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ წელს არ მომხდარა.
ახვლედიანი კვლავ მოუწოდებს პატრიარქს მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებისკენ.
„მივმართე და მივმართავ ახლაც, იმიტომ, რომ განსაკუთრებული ფასი აქვს მის სიტყვას, მაგრამ ისიც ვიცი, რა ზეწოლა შეიძლება, განხორციელდეს მასზე პირადად, თუ ის შეფასებებს გააკეთებს“,– განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის: 23 თებერვალს ენმ–ის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს


