Accentnews.ge
უდუმაშვილი განმარტავს, რატომ არ გასწია ენმ–ის ოფისში თავმოყრილმა ოპოზიციამ ფიზიკური წინააღმდეგობა

უდუმაშვილი განმარტავს, რატომ არ გასწია ენმ–ის ოფისში თავმოყრილმა ოპოზიციამ ფიზიკური წინააღმდეგობა

23/02/2021 08:43:49 პოლიტიკა

ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა უპადუხა შეკითხვას, რატომ არ გასწია ენმ–ის ოფისში თავმოყრილმა ოპოზიციამ ფიზიკური წინააღმდეგობა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებისას, როგორც ეს დაანონსებული იყო.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა განმარტა, ამ საკითხზე წუხელ ოფისში ოპოზიციონერმა ლიდერებმა იმსჯელეს და საბოლოო გადაწყვეტილება თავად ნიკა მელიამ მიიღო:

„ნიკას გადაწყვეტილება იყო, არ გაგვეწია წინააღმდგობა. უფრთხილდებოდა აქ მყოფი ადმიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“.

წინააღმდგეიბის გაწევისგან თავშეკავება ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია დღეს „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ:

„მათ ვერ გაბედეს წინააღმდეგბის გაწევა კანონის მიმართ“.

ცნობისთვის: 23 თებერვლის გამთენიისას სპეცრაზმი ენმ–ის ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ასევე დააკავეს სამოქალაქო აქტივისტები. სპეცოპერაციისას სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გაიმართება. ადგილზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება უკვე შეინიშნება.

ოპოზიციური პარტიის ოფისზე შტურს უკვე მოჰყვა მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S