ანზორ მელია: „მსგავსი ცირკი არავის შერჩება“

23-02-2021 12:56:27 საზოგადოება

ორი თვეა, ნიკა არ მინახავს. ოჯახისთვის, მშობლებისთვის არ ეცალა. მას თავი ჰქონდა გადადებული,– ამის შესახებ ენმ–ის თამჯდომარის ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ის 15:00 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაცის შენობის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლას გეგმავს.

„აუცილებლად მივალ. ნიკა დაპატიმრებულია და მე ჩემი მოქალაქოებრივი ვალი უნდა მოვიხადო.

მეამაყება, რომ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკოვნები იცავდნენ. მეამაყება, რომ მან შეძლო, გაეერთიანებინა ყველა ოპოზიციონერი ლიდერი. ქალბატონმა ნინომაც მომწერა ცოტა ხნის წინ, „გამაგრდითო“. ნიკას მეგობრებიც მოვიდნენ. მადლობა ყველას. მე მგამხნევებული ვარ. არც ერთ მშობელს არ ვუსურვებ შვილის დაჭერას, მაგრამ ისიც საკითხავია, რომ შვილი ქურდობაზე, მექრთამეობაზე არ დაუჭერიათ, ის სამშობლოს სიყვარეულის გამო დაიჭირეს. მსგავსი ცირკი, რაც დღეს ჩაატარეს, არავის შერჩება“,– განაცხადა ანზორ მელიამ და ხელისუფლებას გონიერებისკენ მოუწოდება.

ცნობისთვის: 23 თებერვალს ენმ–ის ოფისში სპეცრაზმმა შტურმი მიიტანა და პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავა. ის რუსთავის #12 საპატიმროშია გადაყვანილი. აღნიშნულს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გააპროტესტებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები