"NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს"
23/02/2021 09:10:08 პოლიტიკა
"NATO მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ სტანდარტებს", – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა.
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ქვეყანამ ბევრი იმუშავა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას", – წერს აპატურაი.


