მაკფოლი ბაიდენს დადებულ პირობას მელიას კონტექსტში ახსენებს
23/02/2021 09:31:11 პოლიტიკა
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხმიანება და ამბობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლია, ვითარებაზე ზეგავლენის მოხდება.
მაკფოლი ბაიდენს დადებულ პირობას ახსენებს:
"ნავალნის დაპატიმრება პირველი ტესტი იყო. მიანმარი მეორე. საქართველო მესამე ტესტია. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინსვლისთვის მეტს გააკეთეთებდა. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმედ იქცეს. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვიყავი იქ 2009 წელს. მას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ვითარებაზე", - წერს მაკფოლი.


