Accentnews.ge
ელისაშვილი: „იბრიქებოდნენ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია?"

ელისაშვილი: „იბრიქებოდნენ უგულავა და ხაზარაძე, დაიცვეს მელია?"

23/02/2021 10:46:42 პოლიტიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

"ქვეყანას სჭირდება არა კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. კი არ უნდა ვიპოლიტიკანოთ, არამედ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში. და აგერ უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა. სანამ გადაჩეხილა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს".

ამასთან, მან ოპოზიციონერი ლიდერები გააკრიტიკა:

„იბრიქებოდნენ იქ გიგი უგულავა და მამუკა ხაზარაძე, დაიცვეს მელია? სპეცრაზმის მიმოფანტვას რომ გეგმავდნენ, ვინ შეატოვეს?! ისევ საწყალი ხალხი და საწყალი აქტივისტები დააჭერინეს. აი, ასეთი ლიდერები არიან ესენი, უბრალო აქტივისტები შეატოვეს და უბრალო აქტივისტები დააკავებინეს. აბა, ვინ არის ნიკა მელიას გარდა დაკავებული. ერთი მხარეც და მეორე მხარეც უნდა დაჯდეს და დაილაპარაკოს, ეს არის ულატერნატივო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S