ხოშტარია: "განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ!"
23/02/2021 11:34:39 პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ენმ–ის თავმჯსომარის მიკა მელიას მხადამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილნი აქრიან ოპოზიციონერი ლიდერები და მხარდამჭერები.
ნინო ბრჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას „არ აქვს მორალური უფლება, ამ ქვეყანაში მმართველად დარჩეს“:
„დღეს კვლავ ევროპაზე საუბრობდნენ, რომელ ევროპულ ქვეყანაში გინახავთ ოპოზიციური პარტიის ოფისი დარბეული?“.
მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება:
„ვიბრძლებთ, რომ კონსტიტუციურ მეთოდებით ეს ადამიანები გამოვყაროთ ამ კაბინეტებიდან და გამოვყრით არჩევნების შედეგად. დარწმუნებული ვარ, ნიკა ღირსეულად იქნება, მალე ჩვენს გვერდით იქნება“.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეიდან ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება.
„დღეს, ნიკა იმის მიუხედავად, რომ მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი ერთად აღებული „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული, გამბედაობა, იდეა და ის არასდროს გაჩერდება, ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ერთად ბევრად უფრო მეტნი და ძლიერები ვართ, რადგან ჩვენს მხარესაა სიმართლე. ჩვენ განმათავისუფლებელ მოძრაობას ვიწყებთ, რომელიც გპირდებით, რომ აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა ერთი ადამიანის გამოკეტვას სცდება. ძალიან გთხოვთ, არანაირი შიში, შემართება და ბრძოლა გამარჯვებამდე“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.


