"რაიმეს გამოსწორების დროც და შანსიც ძალიან მცირდება. შეწყვიტეთ სანამ დროა!"
23/02/2021 11:32:15 პოლიტიკა
"რაიმეს გამოსწორების დროც და შანსიც ძალიან მცირდება. შეწყვიტეთ სანამ დროა!"- ასე ეხმიანება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს.
„ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფერი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!“, - წერს ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.


