მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი პროტესტანტები პარლამენტთან გადაინაცვლებენ

23-02-2021 15:57:52 საზოგადოება

ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.

როგორც ცნობილია, ისინი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან გეგმავენ გამაგრებას.

ამასთან, როგორც დღევანდელ აქციაზე დაანონსდა, 26 თებერვალს დედაქალაქში მასშტაბური აქცია გაიმართება, ხოლო 24 თებერვალს – ავტომანქანებით მსხვლელობა რუსთავის ციხისკენ, სადაც ამ დროისთვის ნიკა მელიაა მოთავებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები