Accentnews.ge
"ქართული ოცნების" დეპუტატი მელიას საპატიმროს დატოვების გზებს სთავაზობს

"ქართული ოცნების" დეპუტატი მელიას საპატიმროს დატოვების გზებს სთავაზობს

23/02/2021 12:29:42 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას საპატიმროს დატოვების გზებს სთავაზობს.

როგორც დეპუტატი ამბობს: არსებობს ორი გზა:

"სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, ნაწილობრივ, ნიკა მელიას მიერ ბრალის აღიარება. მას საჯარო გამოსვლებშიც აქვს ნათქვამი, რომ ის იჭრებოდა პარლამენტში - ის ამას თუ აღიარებს სასამართლოშიც, მე მგონი, გამოსავალი იქნება ყველასთვის ძალიან კარგი. ეს მის ხელშია, როგორც აქამდე იყო", - განაცხადა სამხარაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს ენმ–ის ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S