ევროპალამენტარი: "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე სვლა"
23/02/2021 12:32:43 პოლიტიკა
"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაეკავებინა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია", – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ურმას პაეტი სოციალურ ქსელში წერს.
"უთანხმოებების გადაჭრისთვის ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა შესაბამისი დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულებლად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე სვლა და დემოკრატიის გაძლიერება. მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს", –წერს პაეტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


