Accentnews.ge
„პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროკომისია ყველა მხარისგან დაჟინებით მოითხოვს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა“

„პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროკომისია ყველა მხარისგან დაჟინებით მოითხოვს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა“

23/02/2021 12:56:14 პოლიტიკა

ევროკომისიის პრეს–სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ ესკალაცია გაამწვავა და კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება.

„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ნიკა მელიას დაკავებამ ესკალაცია კიდევ უფრო გაამწვავა და პოლიტიკური კრიზისი, როგორც ჩანს, უფრო ღრმავდება. ამ კონტექსტში ევროკომისია იმეორებს თავის მოწოდებას და ყველა მხარისგან დაჟინებით მოითხოვს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და პასუხისმგებლობა ესკალაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი მნიშვნელოვააანია დემოკრატიისთთთვის, მაგრამ იმავდროულად, არის წინაპირობა კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავებისთვის. ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მას რეფორმების წარმოსადგენად და განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გასარღმავებლად“,– განაცხადა ევროკომისიის პრეს–სპიკერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S