პოლონეთის საგარეო უწყება: "მოვუწოდებთ მხარეებს, დაუბრუნდნენ პირადაპირ დიალოგს"
23/02/2021 12:53:14 პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვარშავა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
"პოლიტიკური დაპირისპირების ყველა მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალირებისგან და დაუბრუნდნენ პირადაპირ დიალოგს. სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო არის ევროკავშირის საკვანძო პარტნიორი რეგიონში", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


