Accentnews.ge
„ვამზადებთ რეზოლუციას. ასევე განვიხილავ ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში გამოაგზავნის“

„ვამზადებთ რეზოლუციას. ასევე განვიხილავ ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში გამოაგზავნის“

23/02/2021 13:07:39 პოლიტიკა

„მწვანეთა“ ერთ–ერთი ლიდერი, ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ პარტია საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ამზადებს, რომელსაც სხვა კოლეგებსაც წარუდგენს.

ამასთან, როგორც მან „ფორმულასთან“ აღნიშნა, განიხილავს ჯგუფის შექმნას, რომელიც შემადგენლობაში პოლიტიკოსები და ექსპერტებიც შევლენ. ისინი ჩამოვლენ საქართველოში და მედიაციას შეუწყობენ ხელს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა სერბეთის შემთხვევაში იყო გამოყენებული.

„სამწუხაროა ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის იმ დროს დაკავება, როდესაც ქვეყნის დემოკრატია კრიზისშია და ოპოზიცია პრეტენციას არჩევნების გაყალბების გამო გამოთქვამს და არ შედის პარლამენტში. ამ გზით კრიზისი ვერ მოგვარდება. „ქართული ოცნების“ წევრებთან კომუნიკაციის დროს მარწმუნებდნენ, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ სიტუაცია ბევრად უარესი ხდება. ვამზადებთ რეზოლუციას ევროპარლამენტისთვის. ასევე განვიხილავ ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში გამოაგზავნის. მსგავსი პრეცედენტი გვქონდა სერბეთში, სადაც ჯგუფი ჩავიდა და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვა. ვფიქრობ, საქრათველოში არსებული სიტუაცია ამის გაკეთებას მოითხოვს. ჯგუფში უნდა შევიდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ექპერტები, რადგან გვინდა, შედეგს მივაღწიოთ და არა იდეოლოგიაზე დისკუსიის გამართვას“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S