ეუთო-ს თავმჯდომარე: "დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება და განაახლეთ დიალოგი"
23/02/2021 13:07:27 პოლიტიკა
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს.
„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – აცხადებს ლინდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


