Accentnews.ge
"ვინც მელიას დაკავებას გმობს,  ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია"

"ვინც მელიას დაკავებას გმობს,  ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია"

23/02/2021 13:18:29 პოლიტიკა

"ვინც მელიას დაკავებას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილისმსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი. რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ. სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი", – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მან პოლიციას "მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის" მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. მომხდარი მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს პარტნიერი ქვეყნების ლიდერებმა და დიპწარმომადგენლობებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S