ანზორ მელია – მთავრობას: „საქართველოში მალე გათენდება!“
23/02/2021 13:24:14 პოლიტიკა
პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას ენმ–ის დაკავებული თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ – ცნობილი ქართველმა კარდიოლოგმა ანზორ მელიამ მიმართა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
„ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს. მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო“.
მან მიმართა მთავრობასაც:
„ვერაფერს გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება!“.
ამ წუთებში პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.


