ევროპარლამენტარი: „პოლიტიკური კრიზისი ძალისმიერი და დამამცირებელი განცხადებებით ვერ მოგვარდება“
23/02/2021 13:34:10 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ენმ–ის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას მიუღებებს და კოშმარს უწოდებს და ხელისუფლებას მიმართავს, რომ „პოლიტიკური კრიზისი ძალისმიერი, აგრესიული და დამამცირებელი განცხადებებით ვერ მოგვარდება“.
„მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისზე შტურმი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის – ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალისმიერი, აგრესიული და დამამცირებელი განცხადებებით ვერ მოგვარდება. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ ყველას სხვაგვარი საქართველო გვინდა“,– აცხადებს ევროპარლამენტარი.


