EPP: “ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება, ახალი დემოკრატიული არჩევნები იყოს“
23/02/2021 13:39:55 პოლიტიკა
"ევროპის სახალხო პარტია" ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას დემოკრატიაზე თავდასხმას უწოდებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი შეიძლება, ახალი დემოკრატიული არჩევნები იყოს.
"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის განახლება. ახალი დემოკრატიული არჩევნები შეიძლება იყოს გამოსავალი". - ვკითხულობთ EPP-ის განცხადებაში.


