კინზინგერი – საქართველოს ხელისუფლებას: „უკიდურესად სულელური ნაბიჯი!“
23/02/2021 13:57:44 პოლიტიკა
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს "უკიდურესად სულელურ ნაბიჯად" აფასებს.
"უკიდურესად სულელური ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური პარტიის წინააღმდეგ. დღეს ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა ", –წერს კინზინგერი.
თავის მხრივ, აშშ–ის საელჩომ ქვეყანაში მიმდნარე მოვლენები დემოკრატიის გზაზე უკან დახევად შეაფასა.


