"ოცნების" გენიოსების სტრატეგია ემყარება "ზიანის კონტროლს"
23/02/2021 14:03:36 პოლიტიკა
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი "ტვიტერზე" ენმ–ის თავმჯდომარის დაკავების გამო საერთაშორისო კრიტიკაზე "ქართული ოცნების" რეაქციას ეხმიანება.
"ქართული ოცნების" გენიოსების სტრატეგია ემყარება "ზიანის კონტროლს": ჩვენ ვაკავებთ ნიკა მელიას და შემდეგ ავუხსნით პარტნიორებს, რატომ გავაკეთეთ ეს, ასე რომ შეეძლებათ დამშვიდნენ! (იმიტომ რომ სულელები არიან და დაგვიჯერებენ!)".
ამ წუთებში პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციები დაანონსებულია მომდევნო დღეებისთვისაც.


