ნორვეგიის ელჩი: „საქართველოს ახლა სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის მობილიზება“
23/02/2021 14:34:00 პოლიტიკა
საქართველოში ნორვეგიის ელჩი ელენ სენდ ანდერსენი ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მიუღებელს უწოდებს.
ელჩი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს:
„ქართული ოპოზიციის ლიდერის ძალადობრივად დაკავება მიუღებელი ესკალაციაა. დაჟინებით მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, მოძებნოს გზები ვითარების დამშვიდებისა და პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის. საქართველოს ახლა სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის მობილიზება, რათა პირველ ადგილას დააყენოს ბუნებრივი მიზანი და დარჩეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“.
ცნობისთვის: დღეს ოპოზიციონერი ლიდერები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დიპკორპუსს შეხვდებიან.


