"ყოველთვის იქ ვარ, სადაც ჩემი ხალხია" – პარლამენტთან მაკა ჩიჩუა მივიდა

23-02-2021 18:37:20 საზოგადოება

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა მივიდა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში "საგანგაშო მდგომარეობაა":

“ნიკა მელიასთან კი არა, საქართველოს დასაცავად მოვედი. ნიკა მელია საქართველოს ნაწილია, მოქალაქე, მებრძოლი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ წინა რიგებში იბრძოლოს. საგანგაშოა მდგომარეობა! ნაცვლად იმისა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავმსხდარიყავით და ჩვენი ქვეყნის ბედი ცივილურად გაგვერჩია, შევთანხმებულიყავით, მივსულიყავით იმ რაღაც წერტილამდე, ასეთი ძალმომრეობით სად მივდივართ? 30 წელია, სად დავდივართ? დღეს არის კულმინაცია! ყველა უნდა გამოვიდეს, ვისაც უნდა, თავისი შვილების მომავალი ცოტა მეტად უკეთესი იყოს და ცოტათი მეტად განვვითარდეთ, მივუახლოვდეთ იმ ცივილურ სამყაროს, საითკენაც ვისწრაფვით. მე ყოველთვის იქ ვდგავარ, სადაც ჩემი ხალხი დგას” , – განაცხადა ჩიჩუამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები