23-02-2021 18:57:06 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები“,– ვკითხულობთ ოფიციალურ რელიზში.