„ქართული ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ვადამდელი არჩევნების პირობას ასახელებს

23-02-2021 19:13:21 პოლიტიკა

„ქართლი ოცნების“ დეპუტატი გივი მიქანაძე ოპოზიციას პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში ჩართულობას სთავაზობს. კომისია საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით შეიქმნა.

მიქანაძე ამბობს, რომ კვოტები უკვე განისაზღვრა, თუმცა მზად არიან, გაზარდონ პარლამენტის წევრთა სასარგებლოდ, რომლებიც „დეპუტატები არიან, თუმცა საბოტაჟის“ რეჟიმს ინარჩუნებენ.

„კომისიის მუშაობაში ჩაერთონ, წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, ეს იქნება საჯარო, ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“,– განაცხადა მიქანაძემ და კვლავ გაიმეორა „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ თუ გამოძიების პროცესში საარჩევნო შედეგში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%–იანი ცვლილება დაფიქსირდება, მზად არიან, ვადამდელი არჩევნების საკითხი განიხილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები