Accentnews.ge
"ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის ძვირფასია ქვეყნის თითოეული მოქალაქე"

"ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის ძვირფასია ქვეყნის თითოეული მოქალაქე"

23/02/2021 16:07:24 პოლიტიკა

"ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ჩვენთვის ძვირფასია ქვეყნის თითოეული მოქალაქე", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„გუშინ საქართველოს პარლამენტში წარვადგინე მთავრობის სამომავლო ხედვა. თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, გმირი პოლიციელების მიმართ მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი კამპანიის ფონზე, გარდა საერთო მიზნებისა და გამოწვევებისა, დიდწილად ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებზეც მიწევდა საუბარი. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, – განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S