
"ჩემი ვიზიტით ჩემს დამოკიდებულებასაც გამოვხატავ"-ომბუდსმენი საპატიმროში მელიასთან შევიდა
23/02/2021 16:18:04 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში შევიდა, სადაც ენმ–ის თავმჯდომარეს ნიკა მელიას სეხვდება, რომელიც დღეს დილით ოპოზიციური პარტიის ოფისზე განხორციელებული შტურმის შედეგად დააკავეს.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე მოინახლეს, თუმცა პირადად სურს მელიასგან ინფორმაციის მიღება.
"მინდა, პირადად მოვისმინო მისგან მისი მდგომარეობის თაობაზე და რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტითაც ამ გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას მის დაკავებასთან დაკავშირებით",– გამაცხადა ომბუდსმენმა.
მისივე შეფასებით, წინასწარი პატიმორბა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული:
"მიმაჩნია, რომ მის საქმეში, მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდეგენლს. აქედან გამომდინარე მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ", - ამბობს ნინო ლომჯარია.