
"ჰელსინკის კომისიის" თანათავმჯდომარე: "აღშფოთებული ვარ მელიას უკანონო დაკავებით"
23/02/2021 20:16:55 პოლიტიკა
აშშ–ის "ჰელსინკის კომისიის" თანათავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას "უკანონოს" უწოდებს.
"მე აღშფოთებული ვარ, საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა მელიას უკანონო დაკავებით. ქართველმა ლიდერებმა უნდა მოუსმინონ საერთაშორისო მოწოდებებს და მოახდინონ საკუთარი საზიანო რიტორიკის დეესკლააცია და ამ დესტალიბიზაციის გამომწვევი პოლიტიკური კირიზისის დასასრულებლად იმოქმედონ", - განაცხადა სენატორმა როჯერ უიკერმა.
"ჰელსინკის კომისია" არის როგორც კონგრესის, ასევე ფედერალური მთავრობის ერთიანი ორპარტიული უწყება.
დღეს დილით სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტრუმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.