Accentnews.ge
კონგრესმენები და სენატორები თბილისს ნიკა მელიას დაკავების გამო მწვავედ აკრიტიკებენ

კონგრესმენები და სენატორები თბილისს ნიკა მელიას დაკავების გამო მწვავედ აკრიტიკებენ

24/02/2021 05:49:03 პოლიტიკა

"მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, მათ შორის მელია და რურუა. პოლიტიკურმა პარტიებმა კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე უნდა იმსჯელონ", - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების, ჯიმ რიშის, ჯინ შაჰინის, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ძალადობრივი დარბევისა და მისი ლიდერის ნიკა მელიას და ათობით აქტივისტის დაპატიმრების შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. ძალოვანებისა და სასამართლო სისტემის კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ბატონი მელია და გიორგი რურუა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და ამ კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაზე მოილაპარაკოს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S